სექტემბერი 27, 2010

აჰაანდე

Posted in პოეზია, რეცენზია tagged , , at 9:11 PM ავტორი geniosebi

მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონებო და ქალბატონებო, ფაქტიურად ეს ჩემი პირველი პოსტია ჩვენ ბლოგში და მინდა წარმოგიდგინოთ უცნობი გენიოსის შემოქმედება რომელიც მეძღვნება პირადად მე. ნუ მცირედს გეტყვით პოეტის შესახებ ეს ადამიანი არის ერთ–ერთი იმ  ნიჭიერ ახალგაზრდებს შორის, რომელსაც შევხვედრილვარ ჩემი ცხოვრების მანძილზე. ნუ მას ასევე ახასიეთებს მოჩვენებითი “პოხუიზმი”, რომლითაც ალბათ თავის სულის დეპრესიულ ნაწილს მალავს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ნუ ყოველტვის შეიმჩნეოდა ამ ადამიანში პოეტი,მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არასდროს მოკიდებია ამ საქმეს და აი დადგა ნანატრი ჟამი, მან ეს მოახერხა მოახერხა ჩემის თხოვნის გათვალისწინებით და საკუთარი ნიჭიერებით.
დროა გადავიდეთ თვითონ ლექსზე რომელიც არის ჩემი გულითადი თხოვნის ნაყოფიწარმოგიდგენთ ლექსს აჰაანდე:

აჰაანდე

როდესაც ფიქრობ სამყაროს შესახებ,
სადღაც შორს გაქცევა გინდა
საითკენ არ იცი, ღრიალით შესძახებ
ნუთუ დაბადება ღირდა?

ყველგან სიყალბეა, ყველგან ტყუილია,
სიმართლე ხო უკვე დაკრძალეს,
სულის სიმშვიდის მისაღწევად
თავს შეაფარებ ნაკრძალებს.

მერე რეალობა გენატრება
და ფეისბუქზე ჩატავი,
გულზე ტყე აღარ გეხატება,
ბედმა ამოგდო ლაგამი.

წიგნში იკარგები ისევ,
სვე-ბედის დაძლევას ცდილობ,
შავი მერანი მისდევს,
იმათ ვისზეც შენ ფიქრობ.

პ.ს. ლექსი დაწერილია ყოველგვარი მუზისა და ზეციური კარნახის გარეშე, ——————- თხოვნით.

უცნობი ავტორი,  რომელიღაცა სექტემბერი 2010 წელი

ნუ თუ უფლებას დამრთავთ თან დავურთავ ჩემს პირველ რეცენზიას (მისი პირველი ლექსი ჩემს პირველ რეცენზიას ნამდვილად იმსახურებს). ნუ დავიწყოთ მისი გარჩევა ნაწილ–ნაწილ. პირველი სტროფი:

როდესაც ფიქრობ სამყაროს შესახებ,
სადღაც შორს გაქცევა გინდა
საითკენ არ იცი, ღრიალით შესძახებ
ნუთუ დაბადება ღირდა?

ამ ლექსის პირველივე სტროფიდან ვხედავთ თუ როგორ დეპრესიულ განწყობაზეა პოეტი, მას თითქოს რაღაც სტკივა, ის ამ ცხოვრებაზე, სამყაროზე ფიქრობს და დღითიდღე ამაოებაში იძირება.

როდესაც ფიქრობ სამყაროს შესახებ,
სადღაც შორს გაქცევა გინდა
საითკენ არ იცი, ღრიალით შესძახებ

თითქოს და ყველაფერი ნათქვამია პირდაპირ ამ სტრიქონებში, აქ  პოეტი ცდილობს დაგვანახოს დღევანდელი პერიოდის ამაოება, თავისი სახით გვიჩვენებს თანამედროვე ახალგაზრდობის ტკივილს, დამეთანხმებით და უმრავლესობა ფიქრობს ცხოვრების ამაოებაზე, უაზრობაზე და ყველა სადღაც გაქცევას ვცდილობთ. და ისევ გაუცემელი კითხვები, ძლივს მივიდა იმ დასკვნამდე რომ გაქცევაა ამ ყველაფრისგან საჭირო და აქაც მიმართულებას არავინ აჩვენებს თითქოს გარშემო ყველაფერი ერთნაირია და უაზრო. ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს პოეტზე და მასში აგრესიულობა იღვიძებს, რასაც ეს სიტყვები ადასტურებენ  “ღრიალით შესძახებ”. ამ დილემის წინაშე მდგომი პოეტი კითხვითვე პასუხობს წამოჭრილ კითხვას: “ნუთუ დაბადება ღირდა?” ეს კვლავ მის დეპრესიულ და მელანქოლიულ ხასიათზე მიუთითებს.
მთლიან ლექს აშკარად ეტყობა ნიკოლოზ ბარატაშვილის გავლენა,   ნათლად ჩანს ეს ფაქტი ნუ თუნდაც ავიღოთ “ფიქრნი მტკვრის პირას” იგივე სურათს ხატავს ნიკოლოზ ბარათაშვილი და ფაქტიურად იგივე პრობლემებითა დამუხტული ჩვენი გენიაც.

მეორე სტროფიც იგივე ტალღით და განწყობით მიდის:

ყველგან სიყალბეა, ყველგან ტყუილია,
სიმართლე ხო უკვე დაკრძალეს,
სულის სიმშვიდის მისაღწევად
თავს შეაფარებ ნაკრძალებს.

პირველი და მეორე სტროფი განუყოფელია ფაქტიურად და აზრიც გრძელდება. ნათლად ჩანს პოეტის გულისტკივილი და მეორე სტროფი უფრო ამძაფრებს პირველ სტროფში წამოჭრილ საკითხს: “ყველგან სიყალბეა, ყველგან ტყუილია, სიმართლე ხო უკვე დაკრძალეს”, პირველი სტროფისგან განსხვავებიტ აქ უკვე ვიღებთ პასუხს: “სულის სიმშვიდის მისაღწევად თავს შეაფარებ ნაკრძალებს”.  მისი ცხოვრება “პახოდებია,” ანუ ნაკრძალებში სიარული მისთვის ცხოვრების რეალობიდან გაქცევაა და მეტი არაფერი, მაგრამ აქ ასევე ჩანს სიმბოლო “ნაკრძალი” დავუკვირდეთ ამ სიტყვას ნაკრძალი ანუ აკრძალული, აკრძალული ამ შემთხვევაში იმას გვიჩვენებს, რომ მას სურვილი გააჩნია თავისუფლების, მას სურს არავინ ბოჭავდეს ეს იქნება ოჯახი, კანონები, მრწამსი, კულტურა თუნდაც ტრადიციები. ის აკრძალული ხილისკენ მიილტვის.

მერე რეალობა გენატრება
და ფეისბუქზე ჩატავი,
გულზე ტყე აღარ გეხატება,
ბედმა ამოგდო ლაგამი.

როგორც ყველა ილუზია, ასევე  ცხოვრების რეალობისგან შორს გაქცევის სურვილიც იფანტება მალევე და უბრუნდები შენს საძულველ რეალობას, რომელიც ნარკოტიკივითაა: აძაგებ მაგრამ მაინც იღებ; უმაგისობა შეუძლებელია. ეს ნათლად ჩანს ამ სტროფის პირველივე ხაზში. მესამე სტროფი გენიალურია აქ ვხედავთ უამრავ სიმბოლოს: აი თუნდაც  “ფეისბუქზე ჩატავი”– ეს ყოველდღიურობის აღმნიშვნელია, “ტყე”– იგივე დატვირთვა აქვს რაც “ნაკრძალებს”, “ლაგამი” –  მორჩილების სიმბოლოა. ამ სტორფში ასევე შეგვიძლია დავინახოთ ადამიანის მარტოობის კონსენსუსამდე მისვლის აზრიც. როგორც ჯონ ბონ ჯოვი იტყოდა: “ადამიანი კუნძული არააო” იგივე აზრის განვითარებას ცდილობს მათეც.


წიგნში იკარგები ისევ,
სვე-ბედის დაძლევას ცდილობ,
შავი მერანი მისდევს,
იმათ ვისზეც შენ ფიქრობ.

დასკვნით სტროფზეც გადავედით, ამ სტროფში პოეტი თავის ნაფიქრ მომავალს და უაზრო აწმყოს გვაჩვენებს, ეს სტროფიც სიმბოლოებითაა დატვირთული: წიგნი, შავი მერანი. წიგნი გასაგებია ცხოვრების ყოველდღიურობაა, ხოლო მერანს რაც შეეხება ნიკოლოზ ბარათაშვილის გავლენას კიდევ უფრო ამყარებს იგი იგივე დატვირთვას ანიჭებს მას რასაც ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში “მერანი” ვხედავთ.

საბოლოო ჯამში ნაუცბათევი ლექსისთვის გენიალურიცაა. ნამდვილად მინდა შევუქო ეს პატარა შედევრი და მინდა ვთხოვო, რომ განაგრძოს ჩვენი გაკვირვება და იმედი მაქვს მალე მის ახალ შემოქმედებას ვიხილავთ.

პ.ს. თუ ვინმეს ჩემი რეცენზია არ მოეწონება მინდა ბოდიში მოვუხადო, რადგანაც ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო, გპირდებით მომავალში გავაუმჯობესებ. და ასევე უმორჩილესად გთხოვთ გრამატიკულ შეცდომებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

გენიოსური სალამი სამყაროს!

Posted in გენმონოლოგი at 1:47 PM ავტორი geniosebi

ჩვენ, სარდაფებში გადამალული გენიოსები, რომელნიც ზაფხულში დამზადებული კონსერვებით ვიკვებებით, რომელთაც გვავიწროვებთ და როგორც დიდი ქართველი იტყოდა არ გვაძლევთ გზას ფართოს, ამოვძვერით მიწისქვეშეთიდან, ჩვენ გადავლახეთ დაბრკოლებები, ჩვენ გვკიდია უკვე ის, რომ გენიოსები ვართ და რომ ამას თქვენ ვერ ეგუებით, ჩვენ გვინდა ყველას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ტელევიზორში არ გვიშვებენ და ინტერნეტ სამყაროს დავიპყრობთ, დღეს ხომ ინტერნეტიდან იმართება ზომბირებული ხალხი! ჩვენ შევცვლით თქვენს აზროვნებას, შეხედეთ ყველაფერს კრიტიკულად და დამშეული ძაღლებივით ნუ იღებთ სამადლოდ გადმოგდებულ პურის ნაჭერს, რომელსაც უკანა ორ ფეხზე დამდგრები იჭერენ. ეს იქნება პოლიგონი, პედასტალი და ტრამპლინი ყველა გენიოსისათვის, თუ თვლი, რომ გენიოსი ხარ და რაღაცის შეცვლა შეგიძლია შემოგვიერთდი, ვუშველოთ ვითომცდა ლამაზ საომარ ლელოს, რომელიც კი გადარჩა, მაგრამ მაინც საომარ ლელოდ დარჩა.   თუ თქვენ ხართ ზომბირებულნი და შემთხვევით მოხვდით აქ,  გეძლევათ შანსი ჰიპნოზიდან გამოსვლისა, რათა სამყაროს აღარ უყუროთ ვარდისფერი სათვალით, ასევე გეძლევათ საშუალება მწარე, შიშველ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ რჩეულნი შეძლებთ ამას (დარწმუნებული არ ვარ ზუსტად რამდენი პროცენტი მაგრამ 1–თან ძალიან მიახლოებული იქნება). კარგით ძალიან გავართულეთ პირველივე პოსტი და საფეხურებით ავიდეთ ერთად ჭეშმარიტებამდე, ეს უნდა ყოფილიყო მისალმება და არა მოწოდება, მაგრამ ჩვენ გენიოსები ხომ ასეთი არაორდინალურები ვართ.

გენიოსები იბადებიან, არ იქმნებიან, იკარგებიან, დაე აღარ დაკარგოს სამყარომ გენიოსები და ვისაც ამის არანაირ შანსი არ გაქვთ ვეცდებით ახლოს მაინც იდგეთ ჩვენთან.

მოგესალმებით მსოფლიოვ!!!!