ოქტომბერი 6, 2010

ერთი ამოსუნთქვით……….

Posted in Uncategorized at 6:59 PM ავტორი geniosebi


დავიწყოთ იქიდან, რომ ეს წერილი მოთხრობა რომანი თუ რაც არ უნდა იყოს მარტო ჩემთვის არაა, იმასაც დავამატებ წერის მომენტში რომ არც ვიცი რა თემაზე დავწერო, რადგან მთლიანად გადაღეჭილია ყველანაირი თემა მსოფლიოში რაც გრძნობას ეხება ხოლო ადამიანისთვის ყველაზე საინტერესო სხვის გრძნობებზე საუბარი და მსჯელობაა, შეიძლება იმედიც გაგიცრუოთ და არანაირ გრძნობაზე არ იყოს დაწერილი ისევ და ისევ ვიმეორებ ეს უბრალოდ ერთი ადამიანის წერილია თუ ნარკვევი საზოგადოებას. ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დამდგარა ის პერიოდი როდესაც მარტოობისკენ მიისწრაფის და არც იცის ეს რა ხილია. ალბათ ყველა ჩვენგანი დახეტიალობდა გამით ცარიელ ქუჩებში მარტო იმიტომ რომ მარტოობის და თავისუფლების ილუზია ექმნებოდა, ვისაც ეს არ გამოუცდია ნამდვილად მის მწუხარებას ვიზიარებ რადგანაც არამგონია ისე თავისუფალი იყოს ბავშვი როგორც შუაღამის მიყრუებულ ქუჩაში მოსიარულე, უმრავლესობას შიშის გრძნობაც დაეუფლება ამ შემთხვევაში მაგრამ ვისაც ნამდვილად ესმის ჩემი მიხვდება რომ დანარჩენი სამყაროსთვის ადგილი არ რჩება ხოლმე ამ მომენტში. შესაძლოა ამ ასაკშიც გაგვიხსენებია ბავშობა მაგრამ პირველად განცდილ სიამოვნებას არაფერი შეედრება, შიში იმის რომ სადღაც გაგონილი ცუდი ბიჭები დაადგებიან და დედის ნახევარი ხელფასით შეძენილ მობილურს წაართმევენ ან უბრალოდ გალახავენ რადგან მისნაირები არ უნდა დადიოდნენ ქუჩაში სადღაც შორს მიდის და ვრჩებით საკუთარ თავთან, ამას თუ წვიმასაც დავუმატებთ უფრო კარგი ეფექტის შესაქმნელად იდეალური იქნება. წვიმა ეხლა ისე კი ნუ წარმოიდგენთ როგორც წარღვნის დროს იყო და დედამიწაც დაუფარავს არა უბრალოდ ნაზი ჟუჟუნა წვიმა რომელიც იმდენად წვრილად ცრის რომ მხოლოდ სახეს გვინამავს გვისველებს ტუჩებს და გვაფხიზლებს, რომ განვეწყოთ საფიქრელად. მივდივართ და თითქოს ვნატრულობთ რომ ეს ქუჩა არასდროს დამთვარდეს უფრო მეტი დრო მოგვცეს რომ მეტი და მეტი ვიფიქროთ და ამ ფიქრიტ განებივრებულნი უფრო და უფრო ღრმა აზრების ჩამოყალიბების უფლებას ვაძლევთ საკუტარ თავს მერე ისევ აღტაცებაგაკვირვება გარეული გრძნობა გვეუფლება ნუთუ ეს ჩვენ მოვიფიქრეთ და ისევ ვიძირებიტ ფიქრში, იშვიატად თუ ვინმე გამოივლის ამ დროს და ყოველთვის თითქოს ჩვენი ყურადღების ცენტრში ხვდება ვაკვირდებით და ვამჩნევთ რომ ის სადღაც გარბის სადღაც მიიჩქარის მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სიცილის ან ძლიერი გაღიმების მიზეზათ თუ გვექცევა ხოლმე. მერე იწყება ფიქრი რატომ გარბის ყველა ადამიანი სახლისკენ წვიმიან და გრილ ღამეს? იქნებ წვიმაც არაა მიზეზი მოსაღამოვების ჟამს ყველა მაინც სახლისკენ მიიჩქარის ასევე წვიმის დროსაც ხოლო ერთმანეთის დამატებით ხომ უფრო ძლიერი ხდება სახლისკენ მისწრაფების სურვილი მე რატომ არ გავრბივარ? იბადება უკვე მეორე კითხვა და აი უცებ მოდის პასუხი მე ამ დროს თავისუფალი ვარ? რატომ ხდება ისე რომ რაც უფრო ასაკი ემატება ადამიანს მით უფრო კარგავს იმ თავისუფლების, იმ გიჟური საქციელების ჟინს და მით უფრო ეჯაჭვება ამ ცხოვრებას ამ ცხოვრების მატერიალურ მხარეს, რატომ ხდება ისე რომ უკვე იმაზე ფიქრობს რაც უფრო ბევერს დააგროვებს უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისტვის და დამცინავათ გადახედავს დაბალ, გაღარიბებულ ფენას ზოგი მეტყვის ეს ასე არ ხდებაო. მაგრამ მოდი ჩავიხედოტ ჩვენს გულებშიც რამდენჯერ ყოფილა რომ როდესაც გიჭს ან ჭკუა სუსტს გამოუვლია დაგვიცინია, აგვიგდია, გვიმასხარავებია, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა როდესაც გვიმარიაჟია ჩვენი ახალი შენაძენით დაჟე წაგვიმატებია ფასისთვის ერთი ორი ათეული ლარი, აქაოდა ძვირიანი გვაცვია ან თუნდაც თუ სადმე რაგაც ბრენდის დამადასტურებელი იარლიყით ყოფილა შეიარაღებული ჩვენი სამოსი უფრო და უფრო გვიცდია ეს პატარა მარკა გამოგვეჩინა, რამდენჯერ გაგვივლია მათხოვრის წინ კაპიკი არ ჩაგვიგდია დაჟე გვიფიქრია ეს ფულის ჩუქების რა ღირსია ადგეს ხელი ფეხი არ გააჩნია იმუშაოსო? მაგრამ იგივე ადგილას რამოდენიმე ადამიანთან როდესაც გავივლიდით ამოგვიტრიალებია საფულე რაც ხურდები გვიპოვია ყველა გვიჩუქებია აქაოდა შემოხედეტ რა გულუხვივარო. რამდენჯერ ყოფილა დისკუსია იმის შესახებ და რამდენჯერ გვიმსჯელია რომ სიკეთეს ყოველთვის ჩვენთვის ვაკეთებთო გვიმტკიცებია რომ სამაგიეროს არავისგან არ ვითხოვო, მაგრამ სამაგიერო რომ არ მიგვიღია გვწყენია. რამდენი ფაქტის ჩამოტვლა შეიძლება კიდევ ვინ მოთვლის მაგრამ ესეც საკმარისი იქნებოდა რომ გვეთქვა. ეჰ როგორ ფარისევლებივართ ფარისევლები, რამდენჯერ დაგვიცინია სუფრაზე ჩუმად ადამიანებისთვის თუი მათ სასმისის შესმის თავისებური ცერემონია აქვთ მაგრამ მასაში რომ მოვხვედრილვართ იმათ ცერემონიას ცვენც ავყოლილვართ და გაგვიმეორებია, რამდენჯერ გვიცინია და გვიგინებია პახაბნი მუსიკისთვის პაპსასთვის ან ნუ რავი ათასი სისულელისთვს და რესტორანში გვიცეკვია დიდი სიხარულით, რამდენჯერ ყოფილა საუკუნეა არ შევსულვართ ეკლესიაში მაგრამ როდესაც მარშუტკაში ყველას გააუწერია პირჯვარი ჩვენც ავყოლილვართ. თუ არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც ასეთი რაღაც არ გაუკეთებია მოვიდეს მინდა ჩავეხუტო მაგრამ აქ მეც ვფარისევლობ უკვე. ასეთ ადამიანს რომ ვახსენებ ალბათ თვალწინ წარმომიდგება ლამაზი აღნაგობის ნაზი გოგო რომთანაც ურთიერთობის გაგრძელებასაც მოვითხოვდი და ალბათ ჩემი ლოგინისის გაზიარებასაც შევთავაზებდი. არადა ბავშვები რა მეამიტები არიან! როგორ მიყვარს ბავშვები რასაც ფიქრობენ იმას ტიტნებენ რაც უნდათ იმას ითხოვენ, ცუდათ არიან ტირიან რამე სიამოვნებთ იცინიან ჩვენ კიდევ ვტუქსავტ საზოგადოების მიერ მიღებულ წესებს ვკარნახობთ, იმ წესებს რომლებმაც თვითონ ჩვენ მოგვსპო და ჩაგვითრია, ფარისევლობასაც ვასწავლით ყველაფერს ცუდს, ვასწავლიტ გინებას რომ მერე გავსკდეთ სიცილით. ესენი ვარტ ადამიანები არაფრით უკეთესნი ცხოველებზე, მაგრამ აბა ვინმე რომელიმე ცხოველს შეადარე მუშტიკრივზე გადმოვა და ამით დაამტკიცებს კიდეც ცხოველია მაგრამ შიშის გრძნობასაც გაგიჩენს რომ მეორედ აღარ იკადრო. მეც მიკვირს საიდან სად დავიწყე და ალბატ თქვენ რაღაცას განსაკუთრებულს მოელოდით მაგრამ სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ ეს იყო ერთერთი ფარისეველი ადამიანის მიერ შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ დორის მოსაკლავად გამზადებული ერთი ამოსუნთქვით დაწერილი წერილი ნაჯღაბნი სტატია რაც გინდა დაარქვით ხო ამასთან ერთად გრამატიკასტან შორს მდგომი ადამიანის რომელმაც ისიც კი არ იცის ან იცის მაგრამ კიდია სად უნდა დასვას სასვენი ნიშანი.

პატივისცემით მე