ოქტომბერი 7, 2010

დედა როგორია ზღვა?

Posted in Uncategorized at 8:10 PM ავტორი geniosebi

–დედა როგორია ზღვა?
გაისმა ბავშვის ტიტინი მანქანაში რომელიც ჯერ ზესტაფონსაც არ გასცელია.
–ნახავ ძალიან მოგეწონება.
გაისმა პასუხი იმავე მანქანიდან. სულ რამოდენიმე საათია, რაც მგზავრობენ და ახლაღა ამოიღო ხმა ბავშვმა. მანამდე მთელი ღამე ქონდა გათენებული სანამ დრო მოვიდოდა როდესაც მგზავრობას შეუდგებოდნენ.
–დედი დაიძინე! რამდენჯერ მიანიშნა ქალმა, რომ ოდნავ თვალი მაინც მოეხუჭა პატარას, მაგრამ მას რა დააძინებდა მას ხვალ ზღვა ელოდა პირველად ცხოვრებაში. ავტომანქანაში მათ გარდა რამოდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, უფრო სწორად თუ ვიტყვით ქალის მეგობარი თავის შვილით და მეუღლით და პატარას დეიდაშვილი.
–დედი ხომ არ დაიღალე? გაისმა კითხვა, მაგრამ რა დაღლიდა ის ასე მოუთმენლად ელოდებოდა მის აღქმისთვის წამოუდგენელ სანახაობას, თუმცა უძილო ღამის შემდეგ თვალს ძლივს ახელდა, მაგრამ მოუთმენლად გაჰყურებდა ფანჯრიდან ჰორიზონტს.
–მამ კარაბლიკი!!! გამოაფხიზლა პატარა ბაშვის ხმამ.

–დედი გემები ცაში დაცურავენ?! აუ შეხედეთ გემები დაფრინავენ!!! გაისმა ისევ ხმა მანქანაში.
ამინდიც ხელს უწობდა იმ ილუზიას ხელს რასაც ზღვისა და ცის ურთიერთობა ქმნიდა, თითქოს ფერები ერთმანეთს შეზრდოდა და ერთ მთლიანობას წარმოადგენდა.
– დეე ეს მართლა ზღვაა? ზღვააა რა მაგარია!!! ერთი საათიც არ იქნებოდა რაც ბათუმში ჩავიდნენ, უკვე მოესწროთ პლიაჟზე გასვლა.
–ლუკა ამოდი ზღვიდან უკვე დიდი ხანია ბანაობ არ გაცივდე!, მაგრამ ლუკას რა ამოიყვანდა ის პირველად ჭყუმპალაობდა ასეთ დიად, ასეთ უკიდეგანო წყალში რომელსაც ზღვა ერქვა. მის ცხოვრებაში ამ ყველაფერმა წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა. საათობით ზღვის ნაპირებთან კოტრიალი, ჭყუმპალაობა მას ყოველგვარ სიამოვნებას ანიჭებდა. მისთვის ალბათ ეს მომენტი უბედნიერესი იყო მთელ ცხოვრებაში. მან ეს ნახა. წლების გასვლასთან ერთად არ ბეზრდებოდა ზაფხულობით ზღვაზე სიარული, მის ტალღებში ნავარდი. მისთვის ეს ყველაფერი იყო. წყლის შიში არასდროს დაუფლებია, არასდროს იმ დროსაც კი როცა დიდ ბიჭებს ბაძავდა ტალღებში ხტომაში და შემთვევით თავი გაიტეხა, არც იმ დროს როდესაც ჯერ ცურვა არც იცოდა და მამიდას შეყვა სიღმეში კამერის გამოსართმევად, არც მოზრდილობის ჟამს,  როდესაც ძლიერი ტალღებისდაგამო ვერ ახერხებდა გამოსვლას ნაპირზე და საათობით წვალობდა.

–ლუკა ამ ზაფხულს რას აპირებ?
–არ ვიცი ნიკა ვერავინ ვერ ვნახე, რომ სადმე წავყოლოდი. შენ რას აპირებ?
–რავიცი ალბათ ბათუმში წავალ, ხომ არ წამოხვიდოდი?
–რატომაც არა სამი წელი არ ვყოფილვარ ზღვაზე. როდის მივდივართ?
–ერთ კვირაში.
–შევთანხმდით მეც წამოვალ.

ლუკას წინა ღამესაც არ ეძინა, მგზავრობის წინ ჩვევად დასჩემდა არ შეეძლო დაძინება, როდესაც სადმე მიდიოდა.
მთვარე მზემ შეცვალა, ღამე დღემ. აი ტელეფონის ხმაც გაისმა.
–ხომ არ გაგაღვიძე?
–არა არ მძინებია, სად ხართ ამდენი ხანი, ეხლავე ჩამოვალ.

გზა არც ისე დამღლელი გამოდგა, ხუმრობა–ხუმრობაში გაატარეს მთელი გზა, არც სასმელი მოიკლეს ყოველ ქალაქაში აჩერებდნენ და ლუდის დიდ მარაგს ყიდულობდნენ, რათა შემდეგ ქალაქამდე ყოფნოდათ. აი ზღვაც გამოჩნდა ისევ ისეთი, როგორიც ბოლოს უნახავთ არაფერი განსაკუთრებული.
–იმედია გავერთობით მაგარს! აქ ერთ–ორი მაგარი ადგილი ვიცი, გოგოები იკერებიან ეგრევე.
–ისე და ზღვაზე არ გავიდეთ? იკითხა ლუკამ.
–კაი რა ძმაო, მარილიანი წყალია მეტი არაფერი.
–კაი ხო დაიკიდე, დავბინავდეთ და მერე გავერთოთ ცოტა. სადმე ბარში შევიდეთ დავლევთ, შევჭამთ, მოსაღამოვდება და მერე ჩვენ ვიცით.

ბარში მშვენიერი დრო ატარეს ფხიზელი არავინ ყოფილა.
–ჰა სად წავიდეთ ეხლა?
–წამოდი ცოტა გავისეირნოთ ბულვარში, მერე სადმე შევიდეთ.
კვირა ისე გავიდე ზღვაზე არც გასულან, ან როდის გავიდოდნენ ეცალათ კი.
–აუ ბოლო დღეა ეხლა მაინც გავიდეთ სანაპიროზე ფეხი მაინც არ გავისველოთ.
–კაი წამო ხო ტეხავს, ლამის 10 დღეა აქ ვართ და ჯერ ზღვაში არც გვიბანავია.
ნახევრად მთვრალები გაბოდიალდნენ სანაპიროზე. უკვე ისე ჩამობნელებულიყო ერთმაენტშ ძლივს ხედავდნენ.
–აუ ზღვაში შევდივარ! მოდიხარ ნიკა?
– ხო აბა რა!
სირბილით მიუახლოვდნენ წყლისა და ხმელეთის გამყოფს, გზადაგზა იძრობდნენ ტანისამოსს, თან ისე არც გაჩერებულან. წამებში შევარდნენ წყალში. თბილი წყალი რომელიც მათ სხეულებს ეხებოდა სიამოვნებდათ, გარშემო არაფერი ჩანდა მაგრამ მიცურავდნენ. მხოლოდ ახლაღა მიხვდა ლუკა რომ ზღვა მისთვის ყველაფერი იყო. მხოლოდ ახლა გაახსენდა. „დედა როგორია  ზღვა?“ ის დრო როდესაც მისთვის ეს უდიადესი წყლის მასა ყველაფერი იყო. გაახსენდა ყოველი წელი როდესაც ის აქ მოდიოდა, მოდიოდა არა ბარებისა და დისკოტეკების მოსავლელად, განა გოგოების შესაბმელად, არამედ ამისთვის ზღვისთვის რომ ეგრძნო მისი უკიდაგენობა, იმისთვის რომ პირში ეგრძნო სიმლაშე იმისთვის რომ შესულიყო სიღრმეში, იმისთვის რომ შეეგრძნო ზღვა.

 

3 Comments »

  1. achiko said,

    araa dzmao motxrobebis wera sheni saqme da tu ginda Semec. 😀

  2. achiko said,

    ise raga maincdamainc zestafoni mgoni avtori am sityvit ragac grma miuwvdomelze miutitebs savaraudod provincializmze anamiokebs 😀 vai she cudo :D:D

  3. achiko said,

    ui anigdodi gamaxsenda aba mami zRvao da zeda xaro zedo. amazea mgoni. kuriozia pirdapir 😦


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: