ოქტომბერი 22, 2010
როგორ მენატრები!!!
ეჰ, უკვე რამდენი დღეა მაკლიხარ, უშენოდ ფაქტიურად არ შემიძლია, ანდა ვინ შეძლებდა შენ ხომ ასეთი საყვარელი ნაზი და მშვიდი ხარ. კვირა ისე გავიდა ცოტახნით შემომირბენ, დამხედავ ხოლმე და მერე სადღაც შორს გარბიხარ. არ ვიცი ალბათ ჩემი ბრალიცაა გადავყევი ამ ქეიფს, სმას, დროსტარებას, ფაქტიურად კომპიუტერითაც ჩაგანაცვლე. მართალია ჩემი ბრალია გადავყევი ამ MMORPG-ს სტილის თამაშებს, skype-ზე და facebook-ზე ხომ აღარაფერს ვამბობ, მთელ დღეს კომპიუტერთან ვატარებ, ხან ტელევიზორთან ვუყურებ ათას სისულელეს და შენთვის დრო აღარ მრჩება. მერე ყოველ დილით წამოვჯდები ლოგინზე და შენზე ვოცნებობ, ვხვდები თუ როგორ მაკლიხარ, მენატრები, სამსახურშიც სულ შენზე ვფიქრობ. აი იმ დღესაც ტელეფონზე დამირეკეს, შენგან ყურადღება გადავიტანე და შენც ეგრევე გამიფრინდი, ვიცი რომ არ გიყვარს უყურადღებობა და გპირდები მალე ყველაფერი შეიცვლება. ეჰ იმედია მალე დაგიბრუნებ სრულფასოვნად იმიტომ რომ ასე სიცოცხლე შეუძლებელია, მალე დავუბუნდებით ერთად ჩვენს ლოგინს, ჩვენ საყვარელ ბალიშს; ნამდვილად მალე დადგება ეს სანატრელი დრო. როგორ მიყვარხარ ჩემო სანატრელო ძილო.
salvadore said,
ოქტომბერი 22, 2010 at 8:26 AM
Seni kargic 😀 metqi ra sentimentebi awuxebs 😀 😀