ნოემბერი 27, 2010
…………
დავიწყოთ იქიდან რომ რაღაცის დაწერა მინდა და ისევ არ ვიცი რა დავწერო, ალბათ ნელნელა გამეხსნება გონება (ასეც ხდება ხოლმე) და რამე საინტერესო გამომივა, რომ წავიკითხავ ჩემივე ნაწერი უფრო საინტერესოდაც შეიძლება მომეჩვენეოს ვიდრე წერის პროცეში. რატომ ხდება ასე რომ როდესაც არ იცი რა გააკეთო მხოლოდ მაშინ მიმართავ ხოლმე კალამს და ფურცელს (ჩემს შემთვევაში კლავიატურას), ბევრი შემეწინააღმდეგება მაგრამ ალბათ ეს უფრო ჰობია ვიდრე პროფესია (აუფ მწერლობაც მოვინდომე). ამას წინათ ქუჩაში მივსეირნობდი და უცებ აღმოვაჩინე რომ ზოგიერთი ნივთი რომელიც ყოველდღიურობაში ძალიან ჩვეულებრივად და მარტიავად გვეჩვენება ძალიან ლამაზია, ფაქტიურად ახალი ინტერესი გამიჩნდა ფარული სილამაზის აღმოჩენა და ხედვა. ხო ნუ რამ მიიპყრო ყურადღება ალბათ თქვენც დაგაინტერესებდათ გასაკვირია და ჩვეულებრივმა ხემ, რომელსაც ალბათ ყველა ჩვენგანი გვერძე ჩაუვლიდა და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ დაინახავდა, ანდა რა განსაკუთრებულს უნდა ელოდო დიდუბეში სამთო ქიმიასთან, მტვერში და მანქანის გამონაბოლქვში, სტოლბების და ნაგვის ურნების გვერდით მდგარ ხეში, რომელსაც ქვედა წელი არაფრით არ გამოარჩევს ნებისმიერ ხისგან. მაგრამ მე გამიმართლა რადგან სენტიმენტალურ ხასიათზე ვიდექი და გავყურებდი მთვარეს, რომელიც ისე ლამაზად ელვარებდა რომ თვალის მოწყვეტაც არ მინდოდა. ხოდა ამ პროცესში გართული აღარაფერს არ ვაკვირდებოდი რომ არა ხე რომლის ტოტებმაც ჩემსა და მთვარეს შორის კონტაქტი გაწყვიტა. ავათვალიერე დავაკვირდი და ჰოი საოცრებავ ეს უბრალოდ ხე არ იყო (ირაკლის გავლენა შუაქალაქიდან) არამედ ულამაზესი ბუნების ქმნილება, მისი ტოტების ბოლოები შემოცლილი და გაყვლეფილი, ხოლო დასაწყისი გაბუჩქული მწვანე ოდნავ გახუნებული ფოთლებით, ყოველი ტოტი უნიკალურად მომეჩვენა და თითქოს მისი ცარიელი ბოლოები მთვარეს ეფერებოდნენ. უცებ ბედნიერი შევიქმენი რადგან ასეთი სილამაზე დავინახე და მხოლოდ მე შევამჩნიე. მის გარშემო მიმოვიხედე და შევამჩნიე ჩვეულებრივი რკინის სტოლმა ზედ მიმაგრებული სანაგვე ყუთით მის გარემოცვაშიც რამოდენიმე ხე იდგა ჩვეულებრივი, მხოლოდ ეს იყო განსაკუთრებული. დავფიქრდი და ამ ადგილზე რამდენჯერ გამივლია ვინ იცის, რამდენჯერ ყურადღება არ მიმიქცევია ამ სილამაზისთვის, რამდენჯერ გულგრილად ჩამივლია და ფიქრიც არ მქონია დავკვირვებოდი. აზრმაც გამიელვა თავში ადამიანებიც ხომ ასეთები არიან, მასაში, ბრბოში, ამდენ სიბინძურეში, რამდენი ასეთი სილამაზე რამდენი სიკეთე არსებობს, მაგრამ ყურადღებასაც არ ვაქცევთ ხოლმე გულგრილად ჩავუვლით რამდენი კარგი და ლამაზი თვისების დანახვა შეიძლება კონკრეტულ ადამიანში უფრო თუ ჩავუღმავდებით, მაგრამ ამის ძალა საშვალება ვინ მოგვცა ძირითადად გულგრილები ვართ უყურადღებოები, ზედმეტად ეგოისტები რომ სხვისი გრძნობები და სილამაზე დავინახოთ და რამდენი ადამიანი ისე კვდება, ისე იღუპება რომ მის ამ ლამაზ თვისებას ვერავინ აღმოაჩენს ხოლმე, ალბათ იმ დღიდან უფრო დაკვირვებული და ცნობისმოყვარე გავხდი, რადგანაც სურვილი არ მაქვს რომელიმე სილამაზე გამოვტოვო, მათი დანახვით ხომ მეც ბედნიერი ვხდები და გული სითბოთი მევსება და ვიღებ იმას რაც არასდროს მიმიღია. თქვენც ამას მოგიწოდებთ ადამიანებო დავინახოთ ყველაფერი ლამაზი, ცუდს მახინჯს ყურადღებასაც ნუ მივაქცევთ მესმის შეჩვეულები ვართ ბევრ სიბინძურეს მაგრამ თუ ამ ხეში რომლიც ნაგვის ურნის გვერდით იდგა ასეთი სილამაზეა, ცუდ წრეში მყოფ ადამიანებშიც ხომ შეიძლება გამოჩნდეს ასეთი სილამაზე, რომელსაც ცოტაოდენი დაკვირვება ჭირდება, ხოდა ვიყოთ უფრო ცნობისმოყვარეები და დაკვირვებულნი ცხოვრება ხომ ამით უფრო საინტერესო ხდება.
kvatiko said,
ნოემბერი 27, 2010 at 8:19 PM
ar sheudzlia am bichs uketesad wera da tu ginda sheecit 😀