მარტი 31, 2011

123456

Posted in Uncategorized at 3:59 PM ავტორი geniosebi

სად ხარ აქამდე? რა გაატრაკე მოდი რა დროზე 20 წუთის წინ დამირეკე და მითხარი გაემზადეო მანქანით გამოგივლი წავიდეთ სადღაც საქველმოქმედო ჯანდაბაშიო. გგონია მაინტერესებს უბრალოდ მახათის გაყრას მაინც ჯობია. გელოდები ბლიად ამდენი ხანი სად ხარ? თუ გადამაგდე ხვალ რომ გნახავ დაგერხევა. უკვე გავემზადე განა რამე განსაკუთრებული ცოტა სუნამო მივიფქურე იქნებ ვინმე შევაბა ფეხსაცმელი გავწმინდე (არადა ჭირივით მეზარებოდა) ერთი ჭიქა ჭაჭა გადავკარი სიმხნევისთვის, ხო კბილები გამოვიხეხე რომ ჭაჭის სუნი არ ამდიოდეს შენ კიდე არ ჩანხარ 😦 დროზე რა რა ჯანდაბას აკეთებ ამდენ ხანს? ხო ჩემი ბოტასები იმედია არ დაგრჩება სახლში დიდი არაფერი კი მკიდია უკვე დაიხასავით მაგრამ მაინც ჩემია. ისე მანქანით რატომ? აა ალბათ მამაშენთან ხარ. სულ ესე როგორ უნდა მალოდინო ხოლმე, ის არ მეყოფა ყველა გოგოს მე რომ უნდა ველოდო და ეხლა შენც იგივეს მიჩალიჩებ 😦 თუ ჯერ არ გამოდიოდი რაღას მირეკავდი ასე ადრე, ან ვაბშე ჯერ შენ მოსულიყავი და მერე გავემზადებოდი, არაა რა ლოდინი არ მიყვარს. ეხლა დაგირეკავ და გაგინებ, არა ჯერ არ გაგინებ უბრალოდ გკითხავ სად ტრაკში ხარ…..

მდა იმედია არ მატყუებ რომ ეხლა გამოხვედი, ვიცი ეხლა გაჩერებაზე უნდა მალოდინო, მაგრამ უკვე ესე ჯდომაც არ შემიძლია, აი ორი წუთიც ამის წერას დავამთავრებ და გამოვდივარ. ხო აჩიკო თუ წაიკითხავ ამას თუ შეიძლება შენი ყ.. კომენტარებისგან თავი შეიკავო, ხო კიდე საზოგადოებას ასე გამწარებული ძმაკაცს ველოდები და რამე ნიდრაზუმენიები არ იყოს 🙂 ხო კაი წავედი მაინც გარეთ უნდა მალოდინოს.. ვსიო ვაქვეყნებ და ვთისავ კომპს. დრო რამით ხომ უნდა მომეკლა 🙂

მარტი 14, 2011

პესიმიზმი? ვითომ?

Posted in Uncategorized at 9:06 AM ავტორი geniosebi

გამარჯობათ, მინდა გელაპარაკოთ ამ ცხოვრების უაზრობაზე, ნუ ყოველშემთხვევაში იმ სიტუაციაზე როგორშიც ეხლა მე ვარ. თითქოს და სხვისი თვალებით რომ შევხედოთ ჩემ ცხოვრებას ყველაფერი იდეალურად ვერა მაგრამ კარგად მაქვს. სახლი, ნორმ სამსახური, კარგი მეგობრები ოჯახიც კარგი, მაგრამ ამ ყველაფერს რაღაც აკლია. უცებ ჩნდება კითხვა რა? სწორედ ამის გასარკვევად გელაპარაკებით თქვენ და თქვენგან ვითხოვ ამ კითხვაზე პასუხს. რა მჭირდება? შეიძლება გულის სიღმეში უკვე გავეცი პასუხი ამ ყველაფერს მაგრამ სხვისი აზრი მაინც ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის. მოდით მოკლედ მოგიყვებით ჩემს ბოლო კვირას და ალბათ უკეთესად გამიგებთ ნუ იმედი მაინც მაქვს რომ გაიგებთ. მთელი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ჭირივიტ მეზარება სამსახურში წასვლა, ვეღარ ვიტან აქაურობას, ყოველ დღე იმის იმედი მაქვს რომ გამაგდებენ და მეც დავისვენებ და ისინიც მაგრამ რატომღაც ან იმათ არ ყოფნით გამბედაობა ან მე არ ვარ იმდენად ცუდი თანამშრომელი რომ მომიშორონ. ხო ნუ მთელი კვირა იმაში გადის რომ მოვიდეს ეს ნანატრი შაბათი კვირა რომ რამე საინტერესო გავაკეთო გავერთო, მაგრამ (ისევ ეს მაგრამ) ვიკენდი ისე მთავრდება მთელი დღე სახლში ვარ გამოკეტილი და გარეთ გასვლის სურვილიც არ მაქვს, ან რომ დავუფიქრდე სად უნდა წავიდე ჩემი მეგობრები ძირითადად ჩემთან მოდიან. კი მიხარია მათი ნახვა მაგრამ ყოველდღე რომ ერთი და იგივე ხდება გული მერევა.
ხო ეხლა ვეცდები უფრო ღრმად გადავიდე წარსულში. ვთვლი რომ ბავშობა ყველაზე კარგი და ბედნიოერი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ხოლო ის პერიოდი როდესაც ვალდებულებების აკიდებას იწყებენ შენზე ნელნელა გწამლავს და გაზომბირებს, ნუ დავიწყოთ მაგალითების მოყვანა “დედი ეხლა შენ უმაღლესში უნდა ჩააბარო მე მჯერა შენი, ხო გინდა რომ ამ ცხოვრებაში დიდი კაცი გამოხვიდე და ნორმალური ხელფასი გქონდეს ამისთვის სწავლაა საჭირო”  ამის მერე იწყებ სწავლას სახეს იხევ რომ ამ უმაღლესში მოხვდე, და აი დადგა ეს ნანატრი დღეც (თუმცა შენ მაგარი გკიდია მოხვდები თუ არა) მიდიხარ პირველად უნივერსიტეტში შენთვის რაღაც ახალია თავიდან საინტერესოც, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე რომელიც ბოლოს გიღებს და ადამიანს კლავს შენში საშინელებაა, ამავე დროს ოჯახის მხრიდან ტვინის ბურღვა რომ “შენ კარგად უნდა ისწავლო” “აი ნახე ამან რა კარგად ისწავლა რა მაგარი სამსახური მისცეს და რა მაგარი ხელფასი აქვს” “აი ის როგორი ნასწავლია” თან გითითებენ ისეტ პიროვნებებზე რომლის შესახებაც ყური სადღაც აქვთ მოკრული და შენ უფრო მეტი იცი მასზე და ისიც იცი რომ შენზე უარესი ლუზერია, მაგრამ ის ჩანს ძალიან კარგად იმიტომ რომ მისმა მშობელმა იბლატავა და შენმაც მოისმინა ეს ყველაფერი, შეშურდა, მასაც უნდა თავის შვილით იბლატაოს მაგრამ ეს შვილი ჩვეულებრივია, ან ის ინტერესი აქვს რომელსაც შენ სართოდ ინტერესადაც არ მიიჩნევ. ნუ საბოლოოდ იმით მთავრდება ეს ყველაფერი რომ ტვინის ბურღვის შედეგად მთავრდება შენი დიპლომის მიღებით, ხო ნუ მორჩა ეს ტვინის ბურღვა, თითქოს გგონია დაისვენებ, მაგრამ (უკვე ვეღარ ვიტან ამ მაგრამს) ვინ დაგასვენებს ახალი იწყება სამსახური ან სწავლის გაგრძელება როგორ თუ შენმა შვილმა მარტო ბაკალვრიატი გაიარა, როგორ თუ შენი შვილი უმუშევარია. ხო ამის დაძლევაც შეიძლება ვიშოვეთ სამსახური უფრო სწორად მიშოვეს დავიწყე მუშაობა თავიდან საინტერესოა ახალი ხილია, სამსახურშიც მოსწონხართ იმიტომ რომ ტუგადუმი არ ხარ რღაც გისწავლია ჭკვიანი ხარ. აი თურმე სად გამოგადგა დედის რჩევა რომ გესწავლა მაგრამ ესეც მაგარი რუტინაა 3 წლის განმავლობაში წამორიდგინეთ ყოველ დღე ერთი და იგივე აკეთო ყოველ დღე იოცნებო შაბათკვირაზე, ტვინი გიბურღონ იმათ ვინც აზრზე არაა რა უნდა აკეთოს მაგრამ რადგანაც შენზე უფროსია ან ეს აქციონერები ხბოსავით მიყვებიან მას ის ფირმის სათავეში ექცევა და ისეთ უაზრობის გაკეთებას ითხოვს შენგან რომ რავი, ასევე  უყურებ როგორ ღუპავს ფირმას, თავიდან პროტესტის გრძნობა გიჩნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც პო ბალშომუ მაგარი გკიდია. ხო არ დაგავიწყდეთ ამავე დროს ტვინის ბურღვა ოჯახიდან შენ ხომ სწავლა არ გაგიგრძელებია მაგისტრატურაში, ხო არ დაგავიწყდეთ უაზრო მაგალითები იმან გააგრძელა ის უკვე ამტავრებს, აი ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ მისიშვილი მაგისტრატურაში სწავლობსო და მერე მკითხა დიტო რას შვებაო? ხოდა სირცხვილით რა მექნა არ ვიცოდი. (საშინელებაა ხო? მაგრამ რეალობა)
ხო მოვედით აწმყომდე დავდივარ სამსახურში ზავოდ კრაოტ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არანაირი მიზანი არ გამაჩნია ერთადერთი სურვილი მოვწყდე აქაურობას და რამოდენიმე წლით სადმე გადავიკარგო, ვიხეტიალო მოვინახულო მსოფლიო და ეს ყველაფერი მარტო ან რომელიმე მეგობართან ერთად. ამას წინათ მქონდა საუბარი ძმაკაცთან ამის თაობაზე. პასუხი ასეთი იყო ნუ მე კი ჯანდაბას ჩემს გარდა ოჯახში კიდე 3 ყავთო და შენ დედისერთა ხარ ასე რომ მოიქცე ვერ გადაიტანენო და მართალიც იყო. არ ვიცი იქნებ მართლა მარტო ჩემ თავზე ვფიქრობ და ეგოიზმის პიკს ვაღწევ მაგრამ არ მინდა, აღარ მინდა რაიმე ვალდებულება მქონდეს ვინმეს მიმართ. მინდა თავისუფალი ვიყო!!!