მარტი 14, 2011
პესიმიზმი? ვითომ?
გამარჯობათ, მინდა გელაპარაკოთ ამ ცხოვრების უაზრობაზე, ნუ ყოველშემთხვევაში იმ სიტუაციაზე როგორშიც ეხლა მე ვარ. თითქოს და სხვისი თვალებით რომ შევხედოთ ჩემ ცხოვრებას ყველაფერი იდეალურად ვერა მაგრამ კარგად მაქვს. სახლი, ნორმ სამსახური, კარგი მეგობრები ოჯახიც კარგი, მაგრამ ამ ყველაფერს რაღაც აკლია. უცებ ჩნდება კითხვა რა? სწორედ ამის გასარკვევად გელაპარაკებით თქვენ და თქვენგან ვითხოვ ამ კითხვაზე პასუხს. რა მჭირდება? შეიძლება გულის სიღმეში უკვე გავეცი პასუხი ამ ყველაფერს მაგრამ სხვისი აზრი მაინც ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის. მოდით მოკლედ მოგიყვებით ჩემს ბოლო კვირას და ალბათ უკეთესად გამიგებთ ნუ იმედი მაინც მაქვს რომ გაიგებთ. მთელი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ჭირივიტ მეზარება სამსახურში წასვლა, ვეღარ ვიტან აქაურობას, ყოველ დღე იმის იმედი მაქვს რომ გამაგდებენ და მეც დავისვენებ და ისინიც მაგრამ რატომღაც ან იმათ არ ყოფნით გამბედაობა ან მე არ ვარ იმდენად ცუდი თანამშრომელი რომ მომიშორონ. ხო ნუ მთელი კვირა იმაში გადის რომ მოვიდეს ეს ნანატრი შაბათი კვირა რომ რამე საინტერესო გავაკეთო გავერთო, მაგრამ (ისევ ეს მაგრამ) ვიკენდი ისე მთავრდება მთელი დღე სახლში ვარ გამოკეტილი და გარეთ გასვლის სურვილიც არ მაქვს, ან რომ დავუფიქრდე სად უნდა წავიდე ჩემი მეგობრები ძირითადად ჩემთან მოდიან. კი მიხარია მათი ნახვა მაგრამ ყოველდღე რომ ერთი და იგივე ხდება გული მერევა.
ხო ეხლა ვეცდები უფრო ღრმად გადავიდე წარსულში. ვთვლი რომ ბავშობა ყველაზე კარგი და ბედნიოერი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ხოლო ის პერიოდი როდესაც ვალდებულებების აკიდებას იწყებენ შენზე ნელნელა გწამლავს და გაზომბირებს, ნუ დავიწყოთ მაგალითების მოყვანა “დედი ეხლა შენ უმაღლესში უნდა ჩააბარო მე მჯერა შენი, ხო გინდა რომ ამ ცხოვრებაში დიდი კაცი გამოხვიდე და ნორმალური ხელფასი გქონდეს ამისთვის სწავლაა საჭირო” ამის მერე იწყებ სწავლას სახეს იხევ რომ ამ უმაღლესში მოხვდე, და აი დადგა ეს ნანატრი დღეც (თუმცა შენ მაგარი გკიდია მოხვდები თუ არა) მიდიხარ პირველად უნივერსიტეტში შენთვის რაღაც ახალია თავიდან საინტერესოც, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე რომელიც ბოლოს გიღებს და ადამიანს კლავს შენში საშინელებაა, ამავე დროს ოჯახის მხრიდან ტვინის ბურღვა რომ “შენ კარგად უნდა ისწავლო” “აი ნახე ამან რა კარგად ისწავლა რა მაგარი სამსახური მისცეს და რა მაგარი ხელფასი აქვს” “აი ის როგორი ნასწავლია” თან გითითებენ ისეტ პიროვნებებზე რომლის შესახებაც ყური სადღაც აქვთ მოკრული და შენ უფრო მეტი იცი მასზე და ისიც იცი რომ შენზე უარესი ლუზერია, მაგრამ ის ჩანს ძალიან კარგად იმიტომ რომ მისმა მშობელმა იბლატავა და შენმაც მოისმინა ეს ყველაფერი, შეშურდა, მასაც უნდა თავის შვილით იბლატაოს მაგრამ ეს შვილი ჩვეულებრივია, ან ის ინტერესი აქვს რომელსაც შენ სართოდ ინტერესადაც არ მიიჩნევ. ნუ საბოლოოდ იმით მთავრდება ეს ყველაფერი რომ ტვინის ბურღვის შედეგად მთავრდება შენი დიპლომის მიღებით, ხო ნუ მორჩა ეს ტვინის ბურღვა, თითქოს გგონია დაისვენებ, მაგრამ (უკვე ვეღარ ვიტან ამ მაგრამს) ვინ დაგასვენებს ახალი იწყება სამსახური ან სწავლის გაგრძელება როგორ თუ შენმა შვილმა მარტო ბაკალვრიატი გაიარა, როგორ თუ შენი შვილი უმუშევარია. ხო ამის დაძლევაც შეიძლება ვიშოვეთ სამსახური უფრო სწორად მიშოვეს დავიწყე მუშაობა თავიდან საინტერესოა ახალი ხილია, სამსახურშიც მოსწონხართ იმიტომ რომ ტუგადუმი არ ხარ რღაც გისწავლია ჭკვიანი ხარ. აი თურმე სად გამოგადგა დედის რჩევა რომ გესწავლა მაგრამ ესეც მაგარი რუტინაა 3 წლის განმავლობაში წამორიდგინეთ ყოველ დღე ერთი და იგივე აკეთო ყოველ დღე იოცნებო შაბათკვირაზე, ტვინი გიბურღონ იმათ ვინც აზრზე არაა რა უნდა აკეთოს მაგრამ რადგანაც შენზე უფროსია ან ეს აქციონერები ხბოსავით მიყვებიან მას ის ფირმის სათავეში ექცევა და ისეთ უაზრობის გაკეთებას ითხოვს შენგან რომ რავი, ასევე უყურებ როგორ ღუპავს ფირმას, თავიდან პროტესტის გრძნობა გიჩნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც პო ბალშომუ მაგარი გკიდია. ხო არ დაგავიწყდეთ ამავე დროს ტვინის ბურღვა ოჯახიდან შენ ხომ სწავლა არ გაგიგრძელებია მაგისტრატურაში, ხო არ დაგავიწყდეთ უაზრო მაგალითები იმან გააგრძელა ის უკვე ამტავრებს, აი ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ მისიშვილი მაგისტრატურაში სწავლობსო და მერე მკითხა დიტო რას შვებაო? ხოდა სირცხვილით რა მექნა არ ვიცოდი. (საშინელებაა ხო? მაგრამ რეალობა)
ხო მოვედით აწმყომდე დავდივარ სამსახურში ზავოდ კრაოტ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არანაირი მიზანი არ გამაჩნია ერთადერთი სურვილი მოვწყდე აქაურობას და რამოდენიმე წლით სადმე გადავიკარგო, ვიხეტიალო მოვინახულო მსოფლიო და ეს ყველაფერი მარტო ან რომელიმე მეგობართან ერთად. ამას წინათ მქონდა საუბარი ძმაკაცთან ამის თაობაზე. პასუხი ასეთი იყო ნუ მე კი ჯანდაბას ჩემს გარდა ოჯახში კიდე 3 ყავთო და შენ დედისერთა ხარ ასე რომ მოიქცე ვერ გადაიტანენო და მართალიც იყო. არ ვიცი იქნებ მართლა მარტო ჩემ თავზე ვფიქრობ და ეგოიზმის პიკს ვაღწევ მაგრამ არ მინდა, აღარ მინდა რაიმე ვალდებულება მქონდეს ვინმეს მიმართ. მინდა თავისუფალი ვიყო!!!
achiko said,
მარტი 17, 2011 at 7:50 PM
sagol dito jujuobis axal stadias miagwie 😀
geniosebi said,
მარტი 21, 2011 at 12:15 PM
მიხარია რომ კითხულობ კვატ 😀
dmck45 said,
მარტი 24, 2011 at 3:25 PM
gamarjoba dito. yovelgvari Sesavlebis gareSe minda giTxra, rom mominda gamosavlis povnaSi dagxmarebodi. SeiZleba gagecinos kidec, magram (xo magram, romelic Sen ase gTrgunavs) me gTxov, Cems rCevaze ori wuTiT mainc dafiqrde seriozulad. modi, mokled da konkretulad getyvi Cems azrs.
me Sens adgilas swavlas ar gavagrZelebdi, nu iqamde mainc, sanam es me TviTon ar momindeboda. (imitom rom sxvisi cxovrebiT cxovrob. akeTeb imas, rasac gablatavebuli SvilebiT aRfrTovanebuli dedebi “gkarnaxoben”. eseTi cxovreba, rogoric gaqvs, maT axarebT, SenTvis ki uazrobaa… dedaSens ki unda gaugo, radgan, Cemi azriT, mas Seni kargad yofna unda da ara SeniT “blataoba”. iqneb dawvrilebiT geTqva misTvis Tu ra aris SenTvis is, rac Tavs marTla kargad gagrZnobinebs?) (Tuki es ici ra Tqma unda…)
msoflios Semovla, ramdenime wliT gadakargva yvelafrisgan… axali garemo, ucxo xalxi, aranairi samsaxuri, aranairi valdebuleba, aranairi rutina, TiTqos droc ki fexebze gkidia. roca ginda iZineb, iRviZeb, erTobi, Tu ginda dalev an ar dalev. Aaranairi sindisis qenjna, rom Seni saqcieliT mas (mSobels) guls atken. ecodineba, rom Sors xar da kargad. ubralod kviraSi erTxel mainc internetiT gulTbili mokiTxva ojaxs, megobrebs da sul esaa. magram esec xom igive gaxdeba SenTvis. Aamdeni siaxle ar mogbezrdeba? mosalodnelia, rom ki. (modi, Sens Tavs nu gaeqcevi, imitom,rom es Seni cxovrebaa, sadac ar unda waxvide garkveuli periodis Semdeg dros mainc igrZnob. ai, maSin ki siaxleebis Cveulebrivoba Segawuxebs.) araerT wamals aqvs ukuCveneba. Aaxla dawvrilebiT ver davwer, magram icode, rom aseTi mcdelobebi, Tavisuflebisken swrafvisa, adamians sakuTar Tavze kontrols Seucnoblad akargvinebs. Aar ifiqro, rom Wkuas garigeb, es mxolod gulwrfeli rCevaa da meti araferi.
nu ityvi aranairi mizani ar maqvso, aki Tqvi minda Tavisufali viyoo. (mizani ar gaqvs, magram Tavisufleba ginda! xedav, amjerad rogor fuliani daqneuli aqcioneriviT uazrod gaiCxira es “magram”?) gqonia mizani, megobaro, gqonia! xoda, modi iqneb am miznis misaRwevad gagekeTebina raime. (e, biWo, TiTqos gvirabis bolos sanTebela anTebas codvilobs, iqneb sinaTlec iyos sadme, ha?
gamoetie mag avadsaxsenebeli samsaxuridan. swavlisken mibiZgeso, diplomi amaRebineso, samsaxuri miSoveso da exla ginda, rom TviTon gamogagdon xo? yvelaferi sxvam rogor unda gagikeTos?! iqneb Senc gagenZria xeli Senive keTildReobisTvis. Ddawere gancxadeba da wamodi, Tu magari biWi xar da Tu Tavisufleba ginda. (Tavisufleba lomTa xvedriao, ueWveli geqneba gagonili).
sad waxvedi? moica, dito, moicade, jer nu moawer xels samsaxuridan gaTavisuflebis Txovnas. jer axali samsaxuri iSove. (Tore darCebi uxelfasod da bomJur igiveobas Seni uazro igiveoba ki jobs Se kaco).
xo, axali samsaxuri, sadac wasvla ar dagezareba, sadac moTminebas iswavli… (Zalian rom ar daviqoqo, Sedi google-Si, search rame kerZo baga-baRi da iq imuSave aRmzrdelad. Aar gegonos, rom bavSvebs verafers aswavli, piriqiT.., Senc aranaklebs iswavli maTgan).
dDaibruneb im periods, romelSic yvelaze komfortulad grZnobdi Tavs. exla ar daiwyo kaci ar gamigia sabavSvo baRSi muSaobdeso an me vin mimiRebso an mand ra mindao. pirvelad yovelTvis xdeba raRac da survilic xo mTavaria, mizans rom miaRwio.
Aar mindoda nametnavad didaqtikuri toniT meTqva es yvelaferi. Tu gaiTvaliswineb xom kargi, Tu ara da sanam amas kiTxulobdi, erTxel mainc gagecineboda albaT. (markesis marionetic waikiTxe erTi, SeiZleba naTargmni iyos sadme.., ra SuaSia, magram mainc…)
British dramatist, George Bernard Shaw:
“ The people who get on in this world are the people who get up and look for circumstances they want, and if they cannot find them, they make them.”
mjera, rom yvelaferi kargad geqneba, gulwrfelad gisurveb warmatebebs!
PP.S. gasagebia ra pasuxic ipove gulis siRrmeSi, magram saWirod ar CavTvale amaze komentireba
geniosebi said,
მარტი 31, 2011 at 3:40 PM
mixaria rom daakomentare tan amdeni, sxvatashoris ertxel davcere gancxadeba casvlis shesaxeb 😀 gadaobashi miiges da ar damimtkices 😀 ise rom camovide sul mtlad luseri gavxdebi 😀 bagshi mushaobaze namdvilad arasdros mifiqria. sheidzleba vifiqro kidec, xo mogzaurobas rac sheexeba albat ert dges asec moviqcevi, mshoblebs rac sheexeba da ojaxs ragacnairad gamoviriye. calke subieqtisavit var didi xania aravin minaxavs, ubralod davcere rac iyo chems carsulshi axla cota sheicvala situacia da michirs kidevac titqos rac aqamde unda gamektebina da mescavla axla vstavlob, amas savaraudod sityvebit naklebad avxsni an dzalian didi dro mchirdeba amitom jobia sheveshvat, xo didi madloba isev comentaristvis da bodishi rom dgemde aq ar shemomixedavs.
dmck45 said,
აპრილი 2, 2011 at 11:06 AM
arafris 🙂 albat dzalian chamouyalibebeli xar da imito grdznob tavs ase… (cudad ar gamigo) , mec didi xania ar shemovsulvar aq ase rom araushavs 😀 aba kidev ertxel carmatebebi da icode rom gbaleshikob to find sircumstances-shi 😀 jer gamocdili fsiqologi ar var magram patara praqtika maqvs ase rom tu gaitvaliswineb ragac ragaceebs kargi iqneba 🙂 😛
whatever said,
ივლისი 24, 2011 at 1:04 PM
mravalferovneba gakliat …