სექტემბერი 27, 2010
გენიოსური სალამი სამყაროს!
ჩვენ, სარდაფებში გადამალული გენიოსები, რომელნიც ზაფხულში დამზადებული კონსერვებით ვიკვებებით, რომელთაც გვავიწროვებთ და როგორც დიდი ქართველი იტყოდა არ გვაძლევთ გზას ფართოს, ამოვძვერით მიწისქვეშეთიდან, ჩვენ გადავლახეთ დაბრკოლებები, ჩვენ გვკიდია უკვე ის, რომ გენიოსები ვართ და რომ ამას თქვენ ვერ ეგუებით, ჩვენ გვინდა ყველას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ტელევიზორში არ გვიშვებენ და ინტერნეტ სამყაროს დავიპყრობთ, დღეს ხომ ინტერნეტიდან იმართება ზომბირებული ხალხი! ჩვენ შევცვლით თქვენს აზროვნებას, შეხედეთ ყველაფერს კრიტიკულად და დამშეული ძაღლებივით ნუ იღებთ სამადლოდ გადმოგდებულ პურის ნაჭერს, რომელსაც უკანა ორ ფეხზე დამდგრები იჭერენ. ეს იქნება პოლიგონი, პედასტალი და ტრამპლინი ყველა გენიოსისათვის, თუ თვლი, რომ გენიოსი ხარ და რაღაცის შეცვლა შეგიძლია შემოგვიერთდი, ვუშველოთ ვითომცდა ლამაზ საომარ ლელოს, რომელიც კი გადარჩა, მაგრამ მაინც საომარ ლელოდ დარჩა. თუ თქვენ ხართ ზომბირებულნი და შემთხვევით მოხვდით აქ, გეძლევათ შანსი ჰიპნოზიდან გამოსვლისა, რათა სამყაროს აღარ უყუროთ ვარდისფერი სათვალით, ასევე გეძლევათ საშუალება მწარე, შიშველ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ რჩეულნი შეძლებთ ამას (დარწმუნებული არ ვარ ზუსტად რამდენი პროცენტი მაგრამ 1–თან ძალიან მიახლოებული იქნება). კარგით ძალიან გავართულეთ პირველივე პოსტი და საფეხურებით ავიდეთ ერთად ჭეშმარიტებამდე, ეს უნდა ყოფილიყო მისალმება და არა მოწოდება, მაგრამ ჩვენ გენიოსები ხომ ასეთი არაორდინალურები ვართ.
გენიოსები იბადებიან, არ იქმნებიან, იკარგებიან, დაე აღარ დაკარგოს სამყარომ გენიოსები და ვისაც ამის არანაირ შანსი არ გაქვთ ვეცდებით ახლოს მაინც იდგეთ ჩვენთან.